ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია დაფიქსირებული საქმე ეხება ფიზიკური პირისა და ყოფილი დეპუტატისთვის გიორგი თორთლაძისთვის 350 000 ლარის გამოყოფას. თორთლაძემ ეს თანხა პროექტის _ “საქართველო ოკუპანტების გარეშე” ორგანიზებისთვის მიიღო.
ხელშეკრულების დადებიდან ერთ თვეში, მასში შევიდა ცვლილებები და ხელშეკრულების მხარედ ფიზიკური პირის – გიორგი თორთლაძის ნაცვლად, დაფიქსირებული იქნა მის მიერვე დაფუძნებული ააიპ “საქართველოს დეოკუპაციის ცენტრი”. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, ჩვენი აზრით, ფიზიკურ პირისთვის მსხვილი საბიუჯეტო სახსრების კონკურსის გარეშე გამოყოფა საკმაოდ ბევრ ეჭვს ბადებს. ჩვენთვის აგრეთვე გაურკვეველია ის, თუ რამდენად ჯდება თავად დაფინანსებული პროექტი (“საქართველო ოკუპანტების გარეშე”) კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომპეტენციის სფეროში. აღნიშნული პროექტის საბოლოო პროდუქტი ჯერ კიდევ უცნობია. ამ ეტაპზე, რაც ღია წყაროებიდან ირკვევა, არის შემდეგი: გაიხსნა თავად ააიპ საქართველოს დეოკუპაციის ცენტრი, ბატონმა გიორგი თორთლაძემ 2012 წლის 2 ოქტომბერს დალაშქრა კილიმანჯარო სადაც მან გაშალა დროშა წარწერით “Georgia Without Occupant’s”, დამზადდა ვიდეო რგოლი, რომელიც რეგულარულად გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.