როგორც ფრაქციაში აცხადებენ, სამშენებლო პროცესებში იგეგმება დამატებითი გზის გაყვანა, რომელიც კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებლის ახლოს გაივლის და სადაც მძიმე ტექნიკამ უნდა იმოძრაოს.
გარდა ამისა პროექტს ეწირება რამდენიმე ათეული 30 წლიანი წიწვოვანი ნარგავი.
ფრაქციას მიაჩნია, რომ იმ ფონზე, როცა ხსენებულ შენობაში, სახელმწიფო ხარჯით ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს ფართის დაკანონების პროცესი, აღნიშნული გადაწყვეტილება დევნილების უფლებების უხეშ ხელყოფას წარმოადგენს.
ფრაქცია მიმართავს დევნილთა სამინისტროს არ დაუშვას ზემოხსენებული პროცესები და დაიცვას დევნილთა ინტერესები.
ფრაქცია პირდაპირ ადანაშაულებს ქალაქის მერს გიგი უგულავას, არქიტექტურულ, ქონების მართვისა და გარემოს დაცვის სამსახურებს დევნილთა უფლებების იგნორირებაში და მოითხოვს მათი უფლებების დაცვის ღონისძიებების გატარებას.