ჩვენ უბეში ჩამალული გიურზა უნდა მოვიშოროთ. ამას დიდი ნებისყოფა სჭირდება და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ! ჩვენ ვართ გურულები, მთლად სასწაულები და ხელი ხელს და მხარი _ მხარს!” _ თქვა ჩოხატაურში “ქართული ოცნების” კონფერენციაზე კონფერენციის თავმჯდომარემ რუსუდან ბერიშვილმა.
“როდესაც კოალიცია იქმნებოდა, ფორსმაჟორი იყო _ ერთ წელიწადში ყველაფერი უნდა მოსწრებულიყო და პარტიას დიდი ყურადღება არ მიქცევია _ კოალიციას მივხედეთ. მე როცა ჩამოვედი და ჩემი შტაბის წევრებს შევხვდი, ვუთხარი, რომ არც “ფორუმი” მაინტერესებდა, არც “რესპუბლიკელები” და არც “ოცნება” _ საქართველოსთვის უნდა მიგვეხედა. ახლა კი დადგა დრო, პარტიის გაძლიერებისთვის ვიზრუნოთ”, _ თქვა კონფერენციაზე ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა.
“ძალიან მალე იგრძნობს ჩოხატაური ცვლილებებს. ჩემთან ბევრი ადამიანი მოდის _ მათ საჯარო სამსახურის დაწყება უნდათ. მაგრაამ გეტყვით, რომ მალე კერძო სექტორში უფრო პრიორიტეტული იქნება მუშაობა _ ჩოხატაურში რამდენიმე საწარმოს აშენება უკვე გადაწყვეტილია. დაზუსტებით გეტყვით, რომ შემოდგომაზე ყველა სახის ხილს ჩაიბარებენ და თქვენ შემოსავალი გაგიჩნდებათ.
5 თებერვალს ვხვდები განათლების მინისტრს და სკოლებში არსებულ მდგომარეობას პირადად გავაცნობ.ფრანგულ ფირმებთან მაქვს მოლაპარაკება, რომ სიმინდის და ყველის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნას. მიღწეულია შეთანხმება, რომ აღდგება გორაბერეჟოულის ტექნიკუმი. ასევე, ვიზრუნებთ ტყეპარკზე,“ _ თქვა ჭკუასელმა “ქართული ოცნების” კონფერენციაზე ჩოხატაურში, რომელსაც 100 დელეგატი ესწრება.