“საუბარი იმაზე, რომ ირაკლი ალასანიას მხოლო და მხოლოდ თავდაცვის მინისტრის ფუნქცია უნდა შეესრულებინა, იყო რამდენიმე დღის წინ. ეს არ არის გუშინ მომხდარი ამბავი და მე როგორც ვიცი, მასსა და ბატონ პრემიერს შორის შედგა შეთანხმება, რომ ის გათავისუფლებულიყო იმ დამატებითი ფუნქციისაგან, რასაც ვიცე-პრემიერობა აკისრებდა.
წულუკიანმა ქვეყნის მოწყობის მოდელზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კოალიციაში ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
“დიახ, კოალიციაშ აზრთა სხვადასხვაობაა და ეს არ არის საიდუმლო, არამედ ეს არის ჯანსაღი პროცესი. მინდა გითხრათ, რომ დღეს კოალიციის უმრავლესობა ემხრობა საპარლამენტო რესპუბლიკას.” _ განაცხადა წულუკიანმა.