როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, ოზურგეთელმა სამართალდამცავებმა ქურდები დაიჭირეს, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, ისინი სოფელ მერიის მცხოვრებლებია.
შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჭანუყვაძე “გურია ნიუსთან” ამ ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ პოლიცია ამ მხრივ აქტიურად მუშაობს და ამბობს, რომ სამართალდამცავების მიერ, თითქმის, ყველა წვრილმანი ქურდობის ფაქტია გახსნილი.