ლანჩხუთში ვრცელდებოდა ხმები, რომ ოთხმოცდაათიან წლებში ურუშაძე იარაღის უკანონო ტარებისთვის დააპატიმრეს, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტი მისი ნასამართლობის შესახებ ჩვენ ვერ მოვიპოვეთ. ზაზა ურუშაძე თავად დაუკავშირდა “გურია ნიუსს“ და ამ ხმების გასაბათილებლად, ნასამართლობის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი წარუდგინა. მასში აღნიშნულია, რომ ზაზა ურუშაძე არ არის ნასამართლევი და არც ძებნაში იმყოფება. ამ დოკუმენტის წარმოდგენით გამგებლობის კანდიდატი შეეცადა, საზოგადოებაში მის მიმართ არსებულ არასასიამოვნო კითხვებს დამაჯერებელი პასუხი გასცეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved