სამართალდამცავებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სიღნაღის რ-ის სოფელ ვაქირში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან და დამხმარე სათავსოებიდან “ტოზ-8”-ის ტიპის მცირეკალიბრიანი შაშხანა, “კალაშნიკოვის” ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კუსტარული წესით დამზადებული მაუზერის კონსტრუქციის შაშხანა, სხვადასხვა სისტემის ვაზნები, “ფ-1”-ის და “რგდ”-ს ტიპის ხელყუმბარები ამოიღეს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I ნაწილით აღიძრა. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს კახეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველო აწარმოებს.