_ “სწორედ მან ჩასჩურჩულა ყურში მომხსენებელ შვედ დეპუტატ მატს იოჰანსონს, რომ დოკუმენტში საქართველოში მედიაზე გახორციელებული ზეწოლის შესახებ ემსჯელათ”, _ ამბობს ბერძენიშვილი.
„ჩემს თვალწინ კომიტეტზე გამოცხადდა კომიტეტის არაწევრი გიორგი კანდელაკი, რომელმაც ყურში უჩურჩულა იოჰანსონს. ძირითადად ეგ ბატონი მუშაობდა იმაზე, რომ ტყუილი ჩაწერილიყო რეზოლუციაში, ეს ტყუილი მათ არაფერს მისცემს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მომზადდა, ამ რეზოლუციის გამო არ განიხილავს პარლამენტი, ძალიან შემცდარა _ საქართველოს პარლამენტს არანაირი უფლება არ აქვს არ განიხილოს ის. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს კანონპროექტი იქნება არა მარტო განხილული, არამედ მოწონებულიც. ევროსაბჭოს შეეშალა, რადგან არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. ბატონმა კანდელაკმა იმუშავა თავისი ქვეყნის საზიანოდ და როცა ეს რეზოლუცია გავიდა შესძახა _ Yes! ის ვერ ხვდება, რა სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს. ტექნიკური თვალსაზრისით, კანდელაკის მოქმედებას შევაფასებ 10 ქულით, ხოლო მორალური თვალსაზრისით _ 0 ქულით,” _ განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.