გამოძიების შეწყვეტის საფუძვლებში ვკითხულობთ: “მიუხედავად იმისა, რომ განცხადების ავტორები ივანე ჩხარტიშვილს ასახელებენ როგორც პატარკაციშვილის ქონების მიმთვისებლად, ამასთან მოწმის სახით დაკითხული გიორგი ქავთარაძეც ადასტურებს, რომ მის მიერ ყოველი ქმედება განხორციელებული იყო კომპანია “კოპელას” მინდობილობისა და უშუალოდ ვანო ჩხარტიშვილის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, როგორც კომპანიების, ისე ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლითა და ანალიზით დგინდება, რომ აღნიშნულ ქმედებებში არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება და სადავო საკითხი წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს. აღნიშნულის გათვალისწინებით,სისხლის სამართლის საქმეზე უნდა შეწყდეს გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.”
“ჩემთვის ეს საქმე იყო არა ბანალური ბიზნეს-დავა, არამედ, – დავა ღირსებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ მაქვს და ყოველთვის მექნება მორალური პასუხიმგებლობა. ამიტომ, მიუხედავად საერთაშორისო სასამართლოს და საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებებისა და იმისა, რომ სამართლებრივი დავა საქართველოს ტერიტორიაზე ამოიწურა და გადაწვეტილებები მიღებულია ჩვენს სასარგებლოდ, არ ვხურავ კარს და მოვუწოდებ ქალბატონ ინას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ყველანაირი გაუგებრობა.” _ ამბობს ვანო ჩხარტიშვილი დღეს გავრცელებულ განცხადებაში.