საკრებულოს თავმჯდომარედ, 21 ხმით ამირან გიგინეიშვილი აირჩიეს, გამგებლად კი ზაზა ურუშაძე. გიგინეიშვილი “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერია, ურუშაძე _ “ქართული ოცნების.”
არჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე, გიგინეიშვილი “გურია ნიუსთან” აცხადებდა, რომ მარტო მისი ხმა რომ ჰქონოდა, მაინც იყრიდა კენჭს:
ამირან გიგინეიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი: მოვიდნენ კოალიცია “ქართული იცნებიდან” ჩვენთან და განგვიცხადეს, კოალიციის მიერ გამოგზავნილი ხალხი ვართ და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თქვენ უნდა აირჩიოთ საკრებულოს თავმჯდომარედ დავით წულაძე, გამგებლად ზაზა ურუშაძეო. მე ამაზე ვუპასუხე, რომ როგორც კი თქვენი წაყენებული ულტიმატუმების შემდეგ რეზო ჩიტიძე გადადგა, მაშინვე განვაცხადე საკრებულოში, რომ თუ რეზო წავა, მაშინ მე უნდა ვიყარო კენჭი, იმიტომ, რომ ამ საქმეში მაქვს დიდი გამოცდილება, თვითმმართველობის საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტი ვარ და მარტო ჩემი ხმა რომ მქონდეს და მეტი არა, ნებისმიერ შემთხვევაში ვიყრი კენჭს – თქო.”
რაც შეეხება ზაზა ურუშაძეს, ის ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ჩხაიძის სასურველ კანდიდატად დასახელდა გამგებლის თანამდებობაზე.