სამეფო გუნდი მატჩს სერიოზული დანაკარგით ხვდება _ “კლასიკოს” ხელის ტრავმის გამო მადრიდელთა კაპიტანი და მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იკერ კასილასი გამოტოვებს. მაურინიო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშე დადგა, ვის ენდობა იგი ამ ურთულეს მატჩში _ ანტონიო ადანს, რომელიც “სევილიას” წინააღმდეგ მატჩში ანტიგმირად შეირაცხა თუ 4 მილიონად შეძენილ მესამე მეკარეს დიეგო ლოპესს, რომელსაც სამეფო კლუბში თამაშის გამოცდილება არ აქვს. გულშემატკივარს მაურინიოს გადაწყვეტილების გასაგებად თამაშის დაწყებამდე მოუწევს ლოდინი. თუმცა, მანამდე ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა Aშ-მა მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და შეეცადა გაერკვია რომელი მეკარე იმსახურებს სასტარტო შემადგენლობაში ადგილს. გულშემატკივართა უმრავლესობამ მხარი დიეგო ლოპესს დაუჭირა, რომელმაც ხმების 67% მიიღო, ხოლო 33% ანტონიო ადანს ერგო. გაითვალისწინებს თუ არა სამეფო კლუბის დამრიგებელი გულშემატკივართა აზრს ეს სულ რამდენიმე საათში “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამოჩნდება.
სავარაუდო შემადგენლობები: რეალი _ ადანი, არბელოა, ვარანე, ალბიოლი, მარსელო, ხედირა, ხ. ალონსო, კალეხონი, ოზილი, რონალდო, ბენზემა.
ბარსელონა: პინტო, ალბა, პუიოლი, პიკე, ალვეში, ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა, მესი, პედრო.