ახალი ხელისუფლების მიერ თანამდებობის შეთავაზების შესახებ ლადო ჭანტურიამ ექსკლუზიურად “გურია ნიუსთან” განაცხადა, თუმცა მან არ დააკონკრეტა რა თანამდებობა.
„ დიახ, ასეთი შეთავაზება ნამდვილად იყო, მაგრამ ამ ეტაპზე მეცნიერებაში ვაპირებ დარჩენას. ვერ დავაკონკრეტებ, რა თანამდებობებზეა საუბარი, ერთს კი გეტყვით, უზენაეს სასამართლოში დაბრუნებას აღარ ვაპირებ.“ _ განაცხადა ჭანტურიამ “გურია ნიუსთან” საუბარში.