რატომ უნდა აფინანსებდეს ოზურგეთის ბიუჯეტი “გურიის რეგიონული განვითარების სააგენტოს” და რატომ უნდა ურიცხავდეს მას ყოველწლიურად 15 ათას ლარს, რომლის საქმიანობაც უცნობია საზოგადოებისთვის:
_ თურმე, რაღაც გრანტებიც მიუღია… ყველამ კარგად ვიცით, რა საქმიანობას ეწეოდა ეს ორგანიზაცია. დავანებოთ თავი წარსულს და მომავალზე ვიფიქროთ. არ გვაქვს ბიუჯეტში ისეთი ფუფუნება, რომ 15 000 ლარი ამ ორგანიზაციას გამოვუყოთ. ეს თანხა შეგვიძლია, სხვა საქმეს მოვახმაროთ, _ განაცხადა შარაშენიძემ.
ჯერჯერობით, უცნობია არასამთავრობო ორგანიზაციის ბედი, რომელსაც სათავეში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, მამუკა დოლიძე უდგას.