“ბენეფიციარებს თანხის აღება ბანკ “ქართუს” თელავისა და თბილისის ფილიალებში შეუძლიათ. დაზარალებულთა სიები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მუნიციპალიტეტების გამგეობებს უკვე გაუგზავნა. იმისათვის, რომ დააზუსტონ, არიან თუ არა მეხუთე ტრანშის სიაში, მოქალაქეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიმართონ. მოსახლეობას ინფორმაციის მიღება, ასევე, შეუძლია სოფლის რწმუნებულებთან და ბანკ „ქართუსთან“ გამოკრული სიების მეშვეობით. სიები, აგრეთვე, გამოქვეყნებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე – www.mrdi.gov.ge და სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
21 იანვრიდან დღემდე კომპენსაცია სულ 8 995 დაზარალებულმა მიიღო, ხოლო თანხის მთლიანმა ოდენობამ ამ ეტაპზე 29 523 661 ლარი შეადგინა.
ბენეფიციართა მომდევნო სია ბანკ “ქართუს” უახლოეს დღეებში გაეგზავნება. მთლიანად, კომპენსაციების გაცემა, სავარაუდოდ, 2-3 კვირა გაგრძელდება.
იმისათვის, რომ მთელი პროცესი წარიმართოს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თხოვს დაზარალებულ მოქალაქეებს, იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებით, დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რომლებიც სრულად არიან ინფორმირებულნი ყველა პროცედურასთან დაკავშირებით.” _ ნათქვამია განცხადებაში.