მხარეებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია კონსტიტუციაში ცვლილებების გატარება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ სტაბილურობას მიაღწიოს და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის შედგეს კონსესუსი.
_ „არის რიგი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ცვლილებები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული და მესმის, რომ ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა პარლამენტმა და მთავრობამ სტაბილურად იმუშაოს. აუცილებელია შეიცვალოს კონსტიტუცია, რომ თავიდან იქნას აცილებული და მოხდეს ლიმიტირება სახელმწიფო მეთაურის ძალაუფლებისა, რომელიც აძლევს მას უფლებას დაითხოვოს მთავრობა და აირჩიოს ახალი მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე,“ – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.