ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, ირკვევა, რომ 2010, 2011, 2012 წლებში სამუშაოები ერთიდაიგივე ინდმეწარმემ _ გელა ყაჭეიშვილმა შეასრულა.
განხორციელებული პროექტებიდან სოფელში დღეს თითქმის არაფერია შემორჩენილი, გარდა საკრებულოს გარემონტებული ოთახებისა. სასაფლაო ნაწილობრივ არის გაკეთებული და საკმაოდ უსახური ხის მასალით, რომელსაც უკვე ლპობა აქვს დაწყებული. რწმუნებულის თანაშემწის ავთანდილ ჯიბუტის მტკიცებით, ნაწილის შეუღობავად დატოვება უსახსრობამ გამოიწვია და სრულად წელს შემოღობავენ. რაც შეეხება მინი სტადიონს, რომელიც საკრებულოს შენობის უკან მდებარეობს გარემონტებულის და შეკეთებულის არაფერი ეტყობა. ალაგ-ალაგ დეფორმირებული ღობე ჟანგიანი მავთულითაა ერთმანეთზე დამაგრებული და რაც ყველაზე საოცარია, მოედანზე დამტვრეული ქვაა დაყრილი.
სიუჟეტი მომზადებულია ფონდის "ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!", ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას