ამჟამინდელი ვიცე მერის ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, “თბილსერვისში” ფორმალურად შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სადაც ფორმალურად დასაქმდა 764 ეგრეთწოდებული პარტიული კოორდინატორი. მათ უმეტესობას ამ კომპანიაში ერთი დღეც არ უმუშავია, რადგან უმეტესობა უკვე დასაქმებული იყო სხვადასხვა პარტიულ ორგანიზაციაში და პარალელურად ეწეოდნენ პარტიულ საქმიანობას. დედაქალაქის ბიუჯეტისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.
2010 წლის 6 აგვისტოს, “თბილსერვისის” საშტატო განრიგი და თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაამტკიცა, რაც შეეხება დასუფთავების ყოფილ უფროს ტარიელ ხიზანეიშილს, იგი ამჟამად პირველი ვიცე მერის თანამდებობას იკავებს. გამოძება მუშაობს ამ თანხის გაფლანგვის საკითხზე და უახლოეს დღეებში გაადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხს.
გამორიცხული არ არის, დადგეს უგულავას პასუხისმგებლობის საკითხიც.