“გუშინ ჩემს სახლთან დაახლოებით 20 ადამიანი იყო მოსული, რომლებსაც შევხვდი და ვესაუბრე. ესენი იყვნენ აბაშიდან. იქედან სამი იყო “თავისუფალი დემოკრატების” წევრი _ ერთი _ რეგიონული ოფისის უფროსი აბაშაში, მეორე _ მისი მოადგილე. ვეკითხები, შვილო თქვენ რა შუაში ხართ, რომ არ მოგწონთ ჩვენი პარტიის ხელმძღვანელად არჩეული პირი. თქვენ ხომ მეგობარი პარტიიდან ხართ? საგანელიძემ სწორად დასვა საკითხი. დიდი ეჭვებია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელოვნურად აგორებს ამას, მაგრამ რატომ არიან მათთან ერთად “თავისუფალი დემოკრატები” ამ შეკითხვას ალასანიას დავუსვამ, რომელსაც დღეს საღამოს ვხვდები”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში.