https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კოტე შარაშენიძე: “მე ვინც წინ გადამიდგება, მერე მის თავს დააბრალოს!”

7:02; 3.02.2013
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ივანიშვილის მიერ ერთი კვირით ადრე დაანონსებული სტატუსი დავით დარჩიას 1 თებერვალს, ოფიციალურად მიანიჭეს.

მისი წინამორბედის, კოტე შარაშენიძის მთავარ ლობისტად და მისთვის გზის “გამკვლევად” “ქართულ ოცნებაში” ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი სახელდება. ის დღესაც არ უარყოფს ჩვენთან, რომ შარაშენიძის კანდიდატურა “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის უფროსად სწორედ მან წაახალისა.

ახლა, შარაშენიძე ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელია. როგორც ჩანს, ივანიშვილებმა ოზურგეთი მათთვის სანდო ადამიანებს ჩააბარეს.

ახალი გამგებელი, დანიშვნიდან ძალიან მალევე, თავის გატეხვის სავარაუდო ფაქტზე პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. ბარიკადების მეორე მხარეს შარაშენიძის თანაგუნდელი და თანამებრძოლი ნესტორ რამიშვილი გახლდათ, რომელიც დღემდე არ ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომელიც “გურია ნიუსს” წყარომ მიაწოდა. რა თქმა უნდა, უარყოფს თავად გამგებელიც და ამ თემაზე საუბრის ნაცვლად, სხვა საკითხებით დაინტერესებას გვირჩევს.

_ მკითხეთ სხვა რამე, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ… რაში იხარჯებოდა ფული არ გაინტერესებთ? მკითხეთ აიპი-ებზე, უაზროდ შექმნილ და გაბერილ შტატებზე, რომელსაც ჭირდება ოპტიმიზაცია და თანხების ეკონომია. ეს საქველმოქმედო ფონდი არაა, ეს არის ბიუჯეტის ფული, რომელიც უნდა მოხმარდეს საქმეს.

_ კარგით, მაშინ საქმეზე გკითხავთ. გაზეთში გამოქვეყნებულ ძველ მასალებს ვათვალიერებდი და თქვენი პოლიტიკური თანამებრძოლების კომენტარები ვნახე იმ ადამიანების შესახებ, რომლებთანაც ახლა თქვენ ცალკე თათბირებს ატარებთ ხოლმე. მაგალითად, ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე, ვალია გირკელიძე, რომელსაც არჩევნების დროს ძალიან ერჩოდით, “ნაცმოძრაობის” კოორდინატორად მოიხსენიებდით და რომელთანაც ბევრი პრეტენზია ჰქონდა მოსახლეობასაც. ამ კომისიის მუშაობა თუ შეისწავლეთ?

_ კი, ბატონო, ბევრი კითხვის ნიშანია მაგ პიროვნებაზე და ლეგალიზაციის კომისიაზე.

_ აიპი-ების მსგავსად, აპირებთ თუ არა ამ კომისიის საქმიანობის შესწავლას?

_ იმიტომ არსებობს სამართალდამცველები, იმიტომ არსებობს პროკურატურა, რომ მაგათ შეისწავლონ, თუ რამეა. რა ვიცი ახლა, მე ვარ მენეჯერი. მაგალითად, მივადექით ერთ საკითხს ექადიის მიწებთან დაკავშირებით და ჩვეულებრივად, არც აუქციონზე გავიდა, არც არაფერი, დაბრუნდა ისევ უკან, როგორც იყო…

მე დავინიშნე 10 დეკემბერს და იცით, რომ რაიონს უამრავი პრობლემა ჰქონდა. მე იმაზეც შემიძლია გიპასუხოთ, რა დამხვდა ნაციონალური მოძრაობის ნაბურჯგნი ბიუჯეტიდან და ერთი თეთრი თუ იყო საერთოდ. ერთი ხელის მოსმით, ვერც ვერავის დავშლით და ვერც ვერაფერს ავაწყობთ, ხო? ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს მომავალში, საქმე, შედეგები… საქმემან შენმამ გამოგაჩინოსო, ხომ გაგიგიათ თქვენ?

_ კი გამიგია, ბატონო კოტე, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი და საზოგადოებითვის საინტერესო საქმე, რაც თქვენ გიკავშირდებათ ამ ბოლო დროს, ის ინციდენტია, რომელზეც პოლიციაშია საქმე აღძრული.

_ კარგით რა, ვიღაცამ ორ კაცთან რაღაცა თქვა, გავარდა ხმა, გამოვარდა… ვიღაცამ ხმალი იშიშვლა, აქეთ ბესო მელუა… საქმე, საქმე, სოფლის მეურნეობა, წყალი კანალიზაცია, მილები, არხები, გაჭირვებული ხალხის გვერდით დგომა, ამაზე დამელაპარეკეთ და ნებისმიერ კითხვაზე გაგცემთ პასუხს. ეგ ისეთი ამბავია, “ტაშტი გატყდა, ხმა გავარდაო”… ხომ გაგიგონიათ?

_ მაშინ, მაინც იმ კითხვას დაგისვამთ, რაც მე მაინტერესებს. ბესო მელუა ახსენეთ, კი მაგრამ არჩევნების დროს, თქვენ ბესო მელუა, ნესტორ რამიშვილი, ერთად არ იყავით? ერთ საქმეს არ ემსახურებოდით?

_ ვინ გითხრათ, რაის ნესტორი, რაის მელუა, მაი ხალხი თავიდანვე ჩემგან შორს! მასე ყველას შეუძლია, ვიღაცამ რაღაცა თქვას. მასე, ჯონდი ბაღათურიამ წლის შემაჯამებელ სხდომაზე სააკაშვილი გააქცია პარლამენტიდან, ხომ გახსოვთ? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბატონ ბიძინას ჯონდი მიეღო თავის პარტიაში. არ მიუღია, ამ კაცს აქვს თავისი ხედვა. მასე ყველა ხმალაობს, იგივე კახა კუკავა, ყველას რაღაც ამბიცია აქვს, მაგრამ კოალიციას ჰყავს მისი ხალხი…

მაგეებისთვის არ მცალია, ათასი საქმე მაქვს საკეთებელი, მაგენს საქმეზე რომ დაელაპარაკო, “პრაფანები” არიან, არაფერი არ იციან. მაგენმა უნდა იყვირონ და გამოჩნდნენ ტელევიზორში…

უამრავი საქმეა, აგერ მილიონიანი ფონდი, რომლის გაწერები დაიწყება, ეს ხალხი დასასაქმებელია და თუ არ გაკეთდა, საქმე წინ ვერ წავა. რა თქმა უნდა, მე კი მივიყვან ამ საქმეს ოზურგეთში წინ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ავყვები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას ფერხულში, მაგრამ მე ვინც წინ გადამიდგება ამ საკითხების მოგვარებაში და ხელს შემიშლის, ვინც არ უნდა იყოს, მის თავს დააბრალოს! მომეხმაროს ყველა, ხომ გაგიგონიათ, “დავაიწე რებიატა, ჟიც დრუჟნო!” მოდით ერთად, საქმე გავაკეთოთ და ჩასაფრებული პოზიცია ვისაც უნდა, იმას ჰქონდეს. მოხმარება მჭირდება, მართლა გეუბნებით, მოხმარება მჭირდება!

_ ვისი მოხმარება გჭირდებათ?

_ აგერ ტიფო მიქატაძეს (ასევე თანამებრძოლი არჩევნების დროს. ავტ.) შევთავაზე, მოდი აგერ მოადგილედ სოფლის მეურნეობის დარგში-თქო და უარი მითხრა, შოთა გოგიბერიძეს ვუთხარი _ უარი მითხრა და ასე არაა რა! ეს სკამი ერთია და ქი დავჯექი ამ სკამზე ჩემი შრომით და ჩემი ხედვით…

_ ბატონო კოტე, თქვენი საუბრიდან რა გამოდის, რომ ყველა ამ სკამისთვის იბრძოდით? აბა, იდეებიო?

_ მე სკამი მჭირდება საქმის გასაკეთებლად, თორემ კაბინეტი 15 წლის წინ მქონდა მე, გამგებელი ვიყავი ახალგაზრდა ბიჭი და გუბერნატორის მოადგილე. სამი მანქანა “გარაჟში” მიყენია, ერთი “დაჩა” მაქვს ბახმაროში მამაპაპური და მე არაფერი არ მჭირდება. მე მინდა საქმე, საქმე მჭირდება! თავს არ ვიქებ, მაგრამ ეს საქმით ჩანს ასე. მინდა, სწორად იყოს ყველაფერი დანახული. 32 კაციდან 30-მა დამიჭირა მხარი და მეტი რა ვქნა ახლა?! ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, არავის არ ებრძვის, მინდა საქმე, საქმე ლაპარაკის ნაცვლად!

_ ეგ ხომ “ნაციონალური მოძრაობის” სლოგანია?! მოგწონთ ეტყობა, ისე ხშირად იმეორებთ.

_ მომწონს, რა თქმა უნდა, კარგია! შეიძლება ჩემს თანაგუნდელებს არ მოსწონდეს, მაგრამ მე პირდაპირ გეუბნებით, ძალიან მაგარი რაღაცაა _ “საქმე ლაპარაკის ნაცვლად!” პირველ რიგში საქმე, პატარა ლაპარაკი, ბევრი საქმე!

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

დგინდება შსს-ს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება

20:44; 8 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – რასაც ვაკვირდები, „ქოცები” შარში არიან, ეს რასაც ვხედავ და რასაც ვერ ვხედავ – კიდევ უარესში

19:41; 8 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთის მერიაში

18:04; 8 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“ფრანგ პოლიტიკოსებს ქვეყანა თავზე ეშლებათ _ სანამ ჯიბეებში ფულს ჩაიდებენ, საკუთარ მოსახლეობაზე იფიქრონ”

11:14; 8 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

„ალტი-ინფოს“ აქცია თბილისში _ ფოტორეპორტაჟი

11:02; 8 დეკემბერი, 2025

"ტექნიკურ ზედამხედველობაში, "ნაცმოძრაობას"ვუშლიდით ხელს და ამიტომ დაასაჭურისეს!"

ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ჟვანიას ბურუსით მოცული სიკვდილის შესახებ

ყველა სიახლე

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:48; 9.12.2025
ბახვიჰესი

ბახვი ჰესი _ ინფრასტრუქტურული პროექტები

10:07; 9.12.2025
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

10:04; 9.12.2025
მსოფლიო

დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

10:03; 9.12.2025
მსოფლიო

ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

10:01; 9.12.2025
პოლიტიკა

დგინდება შსს-ს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება

20:44; 8.12.2025
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – რასაც ვაკვირდები, „ქოცები” შარში არიან, ეს რასაც ვხედავ და რასაც ვერ ვხედავ – კიდევ უარესში

19:41; 8.12.2025
ფინანსები

კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:50; 8.12.2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთის მერიაში

18:04; 8.12.2025
ფინანსები

10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს სტუდენტებისათვის

17:42; 8.12.2025
საზოგადოება

“ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებამ წარმოაჩინა პრობლემა”- რას წერს ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

17:00; 8.12.2025
სამართალი

მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

16:03; 8.12.2025
საზოგადოება

“კვერცხი ვერ ვიყიდე, არ აქვთ”- რით არის გამოწვეული დეფიციტი

15:44; 8.12.2025
საზოგადოება

14 წლის გოგო დედა გახდა

14:25; 8.12.2025
ფინანსები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

14:03; 8.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო