მაია კუტუბიძე წლების განმავლობაში ჩოხატაურის საფინანსო განყოფილებაში მუშაობდა, შემდეგ კი ოზურგეთის შემოსავლების სამსახურს უფროსი იყო. 2007 წლიდან უმუშევარია: _ არასოდეს არავის მხარდამჭერი არ ვყოფილვარ. მე მქონდა ჩემი საქმე, რომელსაც პირნათლად ვემსახურებოდი. ვიყავი მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრი და დღემდე მეამაყება ეს ფაქტი, _ ამბობს გამგებლის ახალი მოადგილე.
მაია კუტუბიძე ეკონომიკის სფეროს უხელმძღვანელებს, გამგებლის მეორე მოადგილე, ირაკლი ახობაძე კი _ სოციალურ სფეროს.
ახობაძე გორაბერეჟოულის ტექნიკუმში მუშაობდა. აღნიშნული სასწავლებლის გაუქმების შემდეგ კი, ოზურგეთის პროფესიულ ცენტრში. იგი სამი წლის განმავლობაში უმუშევარი იყო. არის “რესპუბლიკური პარტიის”წევრი: _ უდიდესი სურვილი მაქვს ცოტათი მაინც შევუმსუბუქო ცხოვრება უამრავ შეჭირვებულ ადამიანს. _ ამბობს ირაკლი ახობაძე.