დი ბიაზის განაცხადში ვერ მოხვდა ნაკრების ხუთი წევრი: ედგარ კანი (რომელმაც გოლი გაუტანა საქართველოს ნაკრებს), ჰამდი სალიჰი, სურსე კუკელინი, კრისტი ვანგიელი და არმენ დალკუ. სამაგიეროდ, მან 2 ახალი ფეხბურთელი გამოიძახა _ 19 წლის ელსიედ ჰუსაი, რომელიც ლევან მჭედლიძის თანაკლუბელია “ემპოლიში” და და 22 წლის ერიონ ვუკაი.
ალბანელთა სრული შემადგენლობა კი ასეთია: მეკარეეები: სამირ უიკანი(კიევო), ეტრი ბერიშა(კალმარი); მცველები: ერიონ დუშკუ(ტირანა), დებატიკ კური(გენჩლერი), ანდი ლილა(პას იანინა), მერგიმ მავრაი(ფიურტი), რენატო არაპი(სკენდერბეუ), ელსეიდ ჰუსაი(ემპოლი), ტეფიკ ოსმანი(ტეუტა); ნახევარმცველები : ლორიკ კანა(ლაციო), ალბან მეია(პადერბორნი), ემილიანო ვილა(პას გიანინა), გეორგ მუზაკა(ბირმინგემი), ანსი აგოლი(ყარაბაღი), არმანდო ვაიუში(ლიტექსი), ერვინ ბულკუ(სეპაჰანი), ერიონ ვუკაი(ლაკი), ელის ბაკაი(ჩერნომორეცი ოდესა); თავდამსხმელები: არმანდო სადიკუ(ლუგანო), ოდისე როში(ფრანკფურტი), ერიონ ბოგდანი(სიენა), ბეკიმ ბალაი(პრაღის სპარტა).
შეგახსენებთ, რომ მატჩი 6 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. როგორც პირველი არხის ადმინისტრაცია იტყობინება, ამ მატჩის ტრანსლაცია არ იყო დაგეგმილი, თუმცა, გულშემატკვართა მოთხოვნის გამო, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლებელია ეს თამაში ქართველმა მაყურებელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით იხილოს.