როგორც ინსტიტუტის მიერ მიღებული პასუხებით ირკვევა, იუსტიციის სამინისტრომ მათ მიაწოდა თვეების მიხედვით ინფორმაცია როგორც თანამდებობის პირების, ისე თანამშრომლების შემთხვევაში. თუმცა, თანამდებობის პირების შემთხვევაში არ არის მოწოდებული ინფორმაცია მინისტრზე გაცემული პრემიების თაობაზე.
მიღებული ინფორმაციით რომ 2012 წლის 1 იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, პრემიებზე სულ დაიხარჯა 1 292 014,1 ლარი, აქედან თანამშრომლებზე გაიცა 664 485,6 ლარი, ხოლო 627 528.6 ლარის ოდენობის პრემიები აიღეს თანამდებობის პირებმა (მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები).
ინსტიტუტმა ვერ მიიღო ასევე ინფორმაცია ახალი მინისტრის მიერ ნოემბრის თვეში აღებული პრემიის შესახებ.