რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა და კონკრეტული პიროვნებები აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიის მოქმედ წევრებზე ზეწოლას ახორციელებენ. ბერიძე ზურაბ ხარატიშვილს განცხადებას არაკომპეტენტურს, ხოლო ზეწოლის ფაქტს ტყუილს უწოდებს.
“ეს მათი არაკომპეტენტურობის ბრალია. არ იცის, რა არის აჭარის უმაღლესი საბჭოს ფუნქცია, დანიშნულება, აჭარის კონსტიტუცია არ იცის. არ იცის კანონი სტატუსის შესახებ, შესაძლებელია ცუდად იცოდეს თავისი რეგლამენტი, რომ ის ვერავისგან ვერაფერს მოითხოვს. მანდ არის ნათქვამი, რომ თითქოს ვიღაცა ვიღაცაზე ზეწოლას ახდენს. მოიცა, რბილი სიტყვა მოვძებნო… ეს არის ტყუილი! ყველაზე რბილი სიტყვაა მე ვფიქრობ. ეს არის ჭორაობა. ჭორაობა უფრო რბილია თუ ტყუილი? არ ვიცი. ეს არჩილ მიქელაძის სიტყვებია, რომ თითქოს მასზე არის ზეწოლა,” _ ამბობს ბერიძე.
“ჩვენ გვინდა უსკო იყოს მოქმედი. ჩვენ არ გვინდა მხართეძოზე წამოწოლილი, ბიუჯეტის ფულით ნასაზრდოები უსაქმურები. ჩვენ გვინდა მომუშავე ადამიანები. რომლებიც იმუშავებენ კანონის დახვეწაზე და მოსახლეობის ინფორმირებაზე”.
ავთანდილ ბერიძის განცხადებით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო უკანონოდ ჩათვლის უსკოს დაკომპლექტების წესს, უმაღლესი საბჭოს ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილება.