რატომ არ გადაუხადა კუთვნილი თანხა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” კოორდინატორებს, ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს ესაუბრა.
_ ზუგდიდში და სხვადასხვა რაიონში, თქვენი კოორდიანტორები აქციებს მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ წინასაარჩევნოდ გაწეული სამუშაოებისთვის კუთვნილი თანხა არ აუღიათ.
_ აქციას მართავენ და ჩვენთვის არავის მოუმართავს. ძალიან ვთხოვ იმ კოორდინატორებს, დაწერონ სია, რომელია კოორდინატორი?! მაინტერესებს, როცა ამბობენ, რომ ჩვენი კოორდინატორები არიან, ან გვარი მომიტანეთ იმ ადამიანების, ან მანახეთ სადმე კოორდინატორი რომ იყო. ეს ადამიანები “ქართულ ოცნებასთან” არანაირ კავშირში არ არიან. ჩვენ ყველა სია გადავამოწმეთ.დაგვიანებით, მაგრამ ყველა თანხა გასტუმრებულია. სამწუხაროდ, ზოგიერთი რეგიონის სიაში იყო მცდელობა ვიღაცისთვის მიეწერათ და თანხა გაორმაგებულიყო.
“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დკავშირებით “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლაშა გოგიას დაუკავშირდა.
“მიუხედავად იმისა, რომ თანხის გაცემასთან დაკავშირებით აქციას მართავენ, ოფიციალური განცხადებით ჩვენთვის არავის მოუმართავს. ამ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.კვირის ბოლოს გვეცოდინება ყველაფერი, ვინ აიღო თანხა და ვის არ აუღია.”