ფოთში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს.
მათი თქმით, საზღვაო ქალაქი ზღვის სეზონს ტრადიუცილად, მოუწესრიგებელი ხვდება. ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და პრობლემის დროული მოგვარებისკენ მოუწოდებს.
,,ყოველი სეზონის მოსვლისას საუბარი გვიწევს სანაპირო ზოლის მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებით. 8 მილიონამდე დაიხარჯა მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის და ეს რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა არის სავალალო მდგომარეობაში. დაკეტილია საშხაპეები, სველი წერტილები უფუნქციოა . ადამიანს ელემენტარული პირობა არაა აქვს, რომ მოვიდეს სანაპიროზე და ნორმალურ გარემოში დაისვენოს . წელსაც უდიდესი პოტენციალის მქონე საზღვაო ქალაქი სრულიად მოუმზადებელი და მოუწესრიგებელი ხვდება ზღვის სეზონს,“– განაცხდა „ ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ , არჩილ გულორდავამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებაში კომენტარს არ აკეთებენ.





























































