ვერძი
დღეს ბრწყინვალე იდეები მოგივათ, რამაც შეიძლება მოახდინოს რევოლუცია თქვენს საქმიანობაში. იდეების წყაროდ კი შეიძლება იქცნენ ის ადამიანები, რომლებთანაც დიდი ხანია კავშირი არ გქონიათ.
კურო
სამსახურში მნიშვნელოვანი და ვრცელი საუბარი გექნებათ. თუ ბოლო დროს თქვენი მიზნების მიღწევაში ხელს რაღაც გიშლით, ეცადეთ გააცნობიეროთ, როგორ შეასრულოთ სამუშაო ისე რომ დრო გართობისთვისაც დაგრჩეთ.
ტყუპები
დღეს ფლირტის ხასიათზე ხართ. იმისთვის რომ მხიარული განწყობა დღის ბოლომდე გაგყვეთ, ადამიანებს სხვადასხვა საშუალებებით ეკონტაქტეთ.
კირჩხიბი
დღეს საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთანაც ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ. ეცდებით გაარკვიოთ, ვინ არის “თქვენი ადამიანი”.
ლომი
გამოიყენეთ თქვენი მომხიბვლელობა და ჭკუა დასახული მიზნების მისაღწევად.
ქალწული
იდეალური დღეა ვაჭრობისთვის. თუ დიდი ხანია რამის გაყიდვას აპირებთ, დღეს ეს მარტივად გამოგივათ.
სასწორი
მოსალოდნელია მიიღოთ წინადადება, რომლის გამოც სახლიდან წასვლა მოგიწევთ.
მორიელი
დღეს შესაძლებელია გარკვეული ინფორმაცია მიიღოთ ურთიერთობაზე, რომელიც წარსულში გქონდათ. მიიღეთ როგორც მესიჯი და დაფიქრდით, შეგიძლიათ თუ არა ამ ინფორმაციის ახლანდელ ურთიერთობაში გამოცდილებად გამოყენება.
მშვილდოსანი
დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფერი დამოუკიდებლად არ უნდა აკეთოთ და საჭიროების შემთხვევაში დახმარება ითხოვეთ.
თხის რქა
ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ არ ვიცხოვროთ საკუთარი თავისთვის და მარტო სხვების სიამოვნებაზე ვიფიქროთ.
მერწყული
შემოქმედებითი განახლებისთვის გარემოს შეცვლა გესაჭიროებათ. თუ ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ, ძველ პროექტებს გადახედეთ, რომლების შესაძლოა გვერდზე მიგრჩათ და ახლა, შესაძლოა, ახალი იდეის წყარო გახდეს.
თევზები
წარსულში დადებული შეთანხმებები დღეს სარგებლობას მოგიტანთ. ოჯახის წევრებთან ჯანსაღი ურთიერთობების შესანარჩუნებლად კი დაფიქრება გმართებთ.