თბილისის სკოლა “ლოგოსის“ კურსდამთავრებულმა ანდრია რობაქიძემ ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურში მაქსიმალური 80 ქულიდან 80-ვე აიღო.
ანდრია რობაქიძე აბარებს კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე, თავისუფალ უნივერსიტეტში. ანდრია სწავლობდა სკოლა „ლოგოსში“. ბოლო წელს, პანდემიიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ აღარ ჩაებარებინა უცხოეთში, საჯარო სკოლაში გადავიდა და დიდი რესურსი დაუთმო მათემატიკას.
ოზურგეთთან მას მჭიდრო კავშირი აქვს, ბებიასთან და ბაბუასთან ხშირად ჩამოდის.
ანდრიამ წარმატებით ჩააბარა სხვა საგნებიც. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში 61 ქულა მიიღო, მათემატიკაში კი _ 48.
„ გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს ანდრიას.
[sexy_author_bio]