ამ წუთებში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში 80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის 20 წლის მამაკაცი სასამართლოს სხდომა დროებით შეწყდა. ბრალდებულის ადვოკატი დავით მამალაძე მოსამართლე ციცინო როხვაძის წინაშე წინადადებით წარდგა, რომ მედიისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის სხდომა დაიხუროს.
რამდენად გაითვალისწინებს ადვოკატის წინადადებას მოსამართლე ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
სასამართლო პროცესს ესწრება პროკურორი შოთა ჩხაიძე, ბრალდებულის ოჯახის წევრები, ბრალდებულის ადვოკატი დავით მამალაძე და მედიის წარმომადგენლები.
საქმეს იხილავს მოსამართლე ციცინო როხვაძე.