სოფელ მერიის საჯარო სკოლის პედაგოგს ციური ბაბილოძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მერიის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ კეჭაყმაძე ავრცელებს.
“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით მერიის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ციური ბაბილოძეს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
ვულოცავთ ციური მასწავლებელს დამსახურებულ აღიარებას!“ – წერს ფეისბუქზე ავთანდილ კეჭაყმაძე.
ავტორი: გიორგი გირკელიძე