პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრი დაათვალიერა. ბიძინა ივანიშვილმა ვიდეო კონფერენციის საშუალებით ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართული სამშვიდობო ქვედანაყოფების მეთაურებს გაესაუბრა და გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.
_ „ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ თქვენ სამშობლოს ემსახურებით. ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარები და თქვენ პირადად ჩართული ხართ საერთაშორისო უსაფრთხოების საერთო პროცესში. თქვენ ძალიან დიდ სამსახურს უწევთ თქვენს სამშობლოს და მთლიანად მსოფლიოს“ _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში დისლოცირებულ სხვადასხვა სამხედრო ნაწილების მეთაურებსაც მიმართა.
_ „საქართველოს მთავრობა და თქვენი მინისტრი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველმა სამხედროებმა ღირსეული სამსახური შეძლონ“ _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



































































