და აბაშელმა “ქართული ოცნების” ყოფილი შტაბის წევრებმა წაიკითხეს, მათ გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა _ ყველა კოორდინატორის და ქვეკოორდინატორის სახელით კოორდინატორებმა: ვახტანგ კეკელიამ, მუხრან დავითაიამ, გოჩა ჭანტურიამ, მალხაზ მაკალათიამ და რომან ბაღათურიამ მიმართვა გაავრცელეს დავით საგანელიძის სახელზე.
“ბატონო დავით, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი და სწორედ ამიტომ ამბობთ _ მოვიყვანთ თქვენი სიტყვების ციტირებას: ” აქციას მართავენ და ჩვენთვის არავის მოუმართავს. ძალიან ვთხოვ იმ კოორდინატორებს, დაწერონ სია, რომელია კოორდინატორი?! მაინტერესებს, როცა ამბობენ, რომ ჩვენი კოორდინატორები არიან, ან გვარი მომიტანეთ იმ ადამიანების, ან მანახეთ სადმე კოორდინატორი რომ იყო. ეს ადამიანები “ქართულ ოცნებასთან” არანაირ კავშირში არ არიან. ჩვენ ყველა სია გადავამოწმეთ.დაგვიანებით, მაგრამ ყველა თანხა გასტუმრებულია. სამწუხაროდ, ზოგიერთი რეგიონის სიაში იყო მცდელობა ვიღაცისთვის მიეწერათ და თანხა გაორმაგებულიყო.”
იმისთვის, რომ ჩვენს სიმართლეში დარწმუნდეთ, გთხოვთ გამოყოთ ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აბაშაში ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემების საკითხს. მობრძანდით და ერთს და ხუთს კი არა, 270 კოორდინატორს და ქვეკოორდინატორს დაგახვედრებთ, რომელთაც ხელფასები არ აუღიათ. არ გვინდა ჩვენი სახელი შეიბღალოს და მოვითხოვთ საქმეში გარკვევას”.































































