(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ გასული კვირის ბოლოს, ჩოხატაურის საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგიურ განყოფილებაში მაია პაიჭაძე დააბრუნეს. მეუღლის დანაშაულის გამო გათავისუფლებული გინეკოლოგი რამდენიმე თვის განმავლობაში უმუშევარი იყო. პაიჭაძის უკანონოდ გათავისუფლების შესახებ ჩვენ რამდენჯერმე ვწერდით. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საავადმყოფოს დირექციამ პაიჭაძეს ხელშეკრულება უკვე გაუფორმა და ოზურგეთიდან ჩამოყვანილ ექიმის მომსახურებაზე უარი განაცხადა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved