არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მას და მის გუნდს წილად ხვდათ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, რისთვისაც ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ დაიწყო თუ არა პროკურატურამ იმ მოსამართლეების საქმეების შესწავლა, რომლებსაც უკანონო განაჩენები გამოჰქონდათ, კბილაშვილმა განაცხადა:
_ ჩვენთან შემოსული ყველა იმ უამრავი საჩივრის უკან, როდესაც ადამიანები წერენ, უსამართლოდ დაგვსაჯესო, თავისთავად იგულისხმება, რომ ამ სასჯელის უკან მოსამართლე დგას. ამიტომ, თებერვლიდან, როდესაც ახალი კანონი განიხილება პარლამენტში და უკანონო მსჯავრდებულებს მიეცემათ გადასინჯვის საშუალება, ბევრი ისეთი საქმე წამოიწევს წინა პლანზე, სადაც სავარაუდოდ, მოსამართლის პასუხისმგებლობაც დადგება.