“შსს-ს უკლებლივ ყველა დანაყოფი, ვინც ჩართულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში, ყველასთვის და მათ შორის უმცირესობისთვის ცნობილი იყო, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებას აპირებდნენ ყოფილი პოლიტპატიმრები, 7 ნოემბერს, 26 მაისს დაზარალებული ადამიანები და სხვა პირები.
პოლიციამ მაქსიმალურად მცირე დროში უზრუნველყო ორი ალტერნატიული კორიდორის მობილიზება და პრეზიდენტს შევთავაზეთ, რომ ესარგებლა მისით.
ჩვენი შეთავაზების მიუხედავად, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხოლოდ ცენტრალურიშესასვლელით ისარგებლებდა. მე ამასთან დაკავშირებით გიგა ბოკერიას ვესაუბრე და იმედია, ის დაადასტურებს ამ ფაქტს და არ დაამახინჯებს.
პირველი მღელვარება თენგიზ გუნავას მისვლამ გამოიწვია, რომელსაც თხოვეს, რომ შესულიყო შენობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის გარეთ დარჩა აქციის მონაწილეებთან და კიდევ უფრო გააღიზიანა ისინი
რამდენიმე წუთში გამოჩნდა გიგი უგულავა, დედაქალაქის მერი და მისი თანხმლები პირებ, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც პროფესიონალი პროვოკატორების გუნდი, რამაც გამოიწვია ისედაც გაღიზიანებული ხალხის აღელვება. სიტუაციის გამწვავების შემდეგ მე პირადად მივედი და მოვუწოდე იქ შეკრებილ საზოგადოებას, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა.
კანონის წინაშე პასუხს აგებენ როგორც პროვოკაციის ინიციატორები, ისე მისი შემსრულებლები.” _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.