“რამდენიმე ასეული დემონსტრანტი თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის ჩაშლას შეეცადა. პრეზიდენტის მხარდამჭერებს , მათ შორის პარლამენტის წევრებს და თბილისის მერს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაესხნენ თავს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს ადგილი გამოსვლისთვის მას შემდეგ შეარჩია, რაც მას პარლამენტში გამოსვლაზე უარი ეთქვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სააკაშვილი საკუთარი რეზიდენციიდან მიმართავს ხალხს.
პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის პარტიაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, აქციის მონაწილეებმა ადამიანის უფლებათა დარღვევაში დაადანაშაულეს. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ის ბოიკოტს უცხადებდა სააკაშვილის წლიურ საანგარიშო გამოსვლას და მას მატყუარა უწოდა”.

































































