მე, 120 კურსელი მყავდა, მაგრამ ყველა კი არ დამინიშნავს, რამდენიმე მათგანს ვერ ვნიშნავ, იმიტომ რომ არ არიან მზად ამ პოზიციისთვის და თავს ვარიდებ… არა მგონია, კურსელობა იყოს ნეპოტიზმი" _ აცხადებს "გურია ნიუსთან" საქართველოს მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, მედიასაშუალებებით ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარმა პროკურორმა თანამდებობებზე თავისი კურსელები და მეგობრები დანიშნა. ამ საკითხთან დაკავშირებით არჩილ კბილაშვილი "გურია ნიუსთან" ვრცელ კომენტარს აკეთებს.