ეკა ბესელია აცხადებს, რომ შვილის ნათლიასთან ურთიერთობა ვერულაშვილის ინიციატივით გაწყდა პოლიტიკური შეუთავსებლობის გამო.
“როდესაც გავიგე რომ მას რაღაც პრობლემები ჰქონდა, დავურეკე. მარიკამ მითხრა, რომ ადეიშვილის დროს მისი ოჯახის წევრის მიმართ საქმე იყო აღძრული და სწორედ ამ საქმით ხდებოდა მასზე თუ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლა. მე დავინტერესდი სააკაშვილის განცხადებით, ვერულაშვილის მეუღლის პროკურატურაში დაბარების შესახებ, რაზედაც მარიკამ მიპასუხა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია.”
ბესელიას თქმით , მარიკა ვერულაშვილმა მასთან საუბარში განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მიიღო. ბესელია არ აკონკრეტებს დაუჭერს თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს მარიკა ვერულაშვილი.