მარიამ ნ. ქ. გორში, სტალინის გამზირზე, ე.წ. “სადგურის ხიდებთან” თვითმკველოლობის მიზნით მდინარე მტკვარში გადახტა. ამ ფაქტს შემთხვევით ლევან ბიწკინაშვილი შეესწრო. იგი დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე და გოგონა წყლიდან უვნებლად ამოიყვანა.
ამ დროისათვის მარიამ ნ-ს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება ადგილზევე გაუწია. მისი განმარტებით, თვითმკვლელობა, მეუღლესთან დაშორების შემდეგ ოჯახის წევრებთან არსებული უთანხმოების გამო სცადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველო აწარმოებს.