საქმე ეხება წინასაარჩევნოდ, 2012 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტომ გაუფორმა მოქალაქეებს, დასაქმების მიზნით.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს სამართალდამცავებმა გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, რამდენიმე დღის წინ, გურიის სამხარეო ადმინისტრაციულ შენობაში, თავის კაბინეტში დაკითხეს. ეს ინფორმაცია მხარის გუბერნატორმა „გურია ნიუსთან“ დაადასტურა.
_დიახ, დამკითხეს ჩემს ოთახში.
_ბატონო ვალერი, შეგიძლიათ, გვითხრათ, რა კითხვებს გისვამდათ სამართალდამცავები და გაქვთ თუ არა უშუალო კავშირი ამ საქმესთან?
_გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით, ისე, დიდი არაფერი, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედიოდა, – გვითხრა ჩიტაიშვილმა.