“2013 წლის 6 თებერვალს ვებ-გვერდზე www.gurianews.com ქარტიის წევრმა, ტარიელ ცეცლხაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება შეეზღუდათ ჟურნალისტებს. მან, ასევე, მიუთითა ახალი მთავრობის გამოცდილება, რომლის თანახმად, ჟურნალისტებს სხდომაზე დასწრება ეზღუდებათ სხდომათა დარბაზის მცირე მოცულობის გამო.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ასევე, ნებისმიერ კოლეგიურ ორგანოს, უარი თქვან სხდომების საჯაროობის შეზღუდვის დაუსაბუთებელ და მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაამკვიდრა. დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფის და საზოგადოების ინფორმირებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლების მაქსიმალური ღია საქმიანობა, რაც გულისხმობს, დაინტერესებულ პირთა სიმრავლის შემთხვევაშიც, თითოეული ჟურნალისტის დასწრების უზრუნველყოფას, ყოველგვარი შერჩევითობისა და დისკრიმინაციის გარეშე.” _ ნათქვამია განცხადებაში.