“მოგახსენებთ, რომ 8 თებერვლის დარბევის შემდეგ, 11 თებერვალს, ერთ-ერთ ქართულ გაზეთში “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის პრორექტორის განცხადება, რომელიც აღსასვსეა უკიდურესად სახიფათო სიძულვილის ენით, სადაც ის ფიზიკური ანგარიშსწორებით და ლინჩის წესით მოკვლით ემუქრება საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის წევრებს. ეს სიძულვილის ენა არის ძალიან მძაფრი. ის მოიხსენიებს უმცირესობის წევრებს როგორც ვირთხებს, ვიმეორებ, ის ემუქრება მათ ფიზიკური განადგურებით. ეს იქნებოდა ცალკე აღებული ლუკა კურტანიძის განცხადება, რომლის მსგავსიც არაერთხელ მოგვისმენია, რომ არა ის ფაქტი, რომ ის არის პოლიციის მაიორი და შსს-ს პოლიციის აკადემიის პრორექტორი. შესაბამისად, თუ სამი დღის განმავლობაში ეს ადამიანი არ იქნება გათავისუფლებული და არ დატოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემას, ოპოზიცია ამას აღიქვამს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციად. შესაბამისად, იმ ზღაპარს პოლიციის დეპოლიტიზაციაზე, რომელსაც გვიყვებოდნენ, საბოლოოდ წერტილი დაესმება ამ სამ დღეში, თუ ლუკა კურტანიძე არ იქნება გათავისუფლებული თანამდებობიდან,” _ განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved