დელეგატებმა მას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ასევე არჩეულ იქნა სამდივნოს, სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიის წევრები. სხდომაზე დასახელებული იქნა ის თორმეტი დელეგატი, რომელიც 16 თებერვალს თბილისში ფილარმონიაში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ყრილობაზე იქნებიან წარდგენილნი. მათ შორის დასახელდა ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ ჩხაიძე და გოგი გეგიაძე, „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ლანჩხუთის გამგებილის ზაზა ურუშაძის განცხადებით, დღევანდელმა დღემ დადებითად ჩაიარა.
“მადლობელი ვარ, რომ დღეს არჩეულ იქნა გოგი გეგიაძე. ის არის ჭკვიანი კაცი და პიროვნება, რომელიც პარტიას გააძლიერებს. ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და განაცხადა, რომ გამგეობა ითანამშრომლებს ყველა პარტიასთან, რათა რაიონის საქმე წინ წავიდეს.” _ განაცხადა ზაზა ურუშაძემ.