ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის პილოტი ჩერნიგოვში დააკავეს, ხოლო მეორე პილოტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჩერნიგოვის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ჩაუსიმ განაცხადა.
“ჩამოგდებული რუსული SU-25 თვითმფრინავის პილოტი ახლახან დააკავეს ჩერნიგოვში. მეორე პილოტი დაიღუპა. დღესვე ჩამოაგდეს მტრის დრონი”, – განაცხადა ჩაუსმა.
შეგახსენებთ, რომ ჩერნიგოვის რაიონში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ დამპყრობლების კიდევ ერთი თავდასხმის თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ “ჩრდილოეთის” ოპერატიული სარდლობა იტყობინება.
[sexy_author_bio]