გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2013 წლის 9 თებერვალს, წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში, ელეონორა წიქორაძის საცხოვრებელი სახლიდან 2480 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები და მობილური ტელეფონი მოიპარა. დაკავებულმა ოქროულობის ნაწილი იმავე დღეს გაყიდა. სამართალდამცველებმა ძვირფასეულობის ნაწილი უკვე ამოიღეს.
ძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ რომეო გ-მ 2012 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთის სასაფლაოზე 7 საფლავი გაქურდა. გამოძიებამ, ბრალდებულის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი, ქურდობის 20 ფაქტი დაადგინა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“ და მე–3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.(რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.)