https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნაკლოვანებები და ხარვეზები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში

15:41; 8.04.2022
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.

მკითხველებს შევახსენებთ, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წინასწარ არ მოგვცეს აუდიტის მასალები. გვპასუხობდნენ, რომ სახელმწიფო აუდიტი თავად გამოაქვეყნებდა საკუთარ ვებგვერდზე ამ ანგარიშს. სოციალურ ქსელში კი, არაერთი მოქალაქე გვისვამდა კითხვას, რატომ არ ვაქვეყნებდით ამ ანგარიშს და არ ვახდენდით მის შეფასებას.

გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ გავეცანით ამ ანგარიშს და მის შინაარსს ვაწვდით ჩვენს მკითხველებს.

ანგარიშში საუბარია ოზურგეთის 2019-2020 წლის ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვასა და ხარჯვაზე, უკონტროლო ნაშთზე, რომელიც აუთვისებელი დარჩა.

ეს ნაშთი შეადგენს 7, 615.3 ათას ლარს. მუნიციპალიტეტმა დაგეგმა ნაშთის მნიშვნელოვანი ნაწილის _ 7 611.2 ათასი ლარის გამოყენება. 2019 წლის ნაშთის ცვლილებებით გამოწვეულმა ფულადი სახსრების გამოყენებამ (კლებამ) შეადგინა 1 945,5 ათასი ლარი და წლის ბოლოს დაფიქსირდა 5 669.8 ათასი ლარის ნაშთი. აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 2 845.2 ათასი ლარი სხვადასხვა გარდამავალი და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად წარმოიქმნა, ხოლო დანარჩენი _ 2, 842.6 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია. აქვე ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად დასრულება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი.

რასაკვირველია, უკონტროლო ნაშთის დაგროვება უარყოფითად წარმოაჩენს მერიის საქმიანობას, თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს თანხა დიდი მოცულობის არაა და ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია მიზეზზე ყურადღების გამახვილება და იმის შესწავლა _ რატომ მოხდა ეს?

აუდიტის მასალებში საუბარია სახელმწიფო შესყიდვების მართვაში არსებული რისკების შესახებ. ნათქვამია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვისას გამოვლინდა რისკი, რომ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით. მერიამ ხელშეკრულება გააფორმა მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტთან, რითაც 87.4 ათასი ლარი დაკარგა.

ამ საკითხების ირგვლივ, “გურია ნიუსმა” კითხვები დაუსვა კონსტანტინე შარაშენიძეს. კონკრეტულად კი, რატომ გაუფორმა უფრო მაღალი ფასის წარმომდგენს ხელშეკრულება.

მან განაცხადა, რომ თავის გუნდთან ერთად, ნებისმიერ საკითხს დამაჯერებელ პასუხს გასცემს და პასუხს აგებს, თუ ვინმეს რამეში ეჭვი ეპარება.

_ ზოგადად, აუდიტიც ვარაუდის დონეზე წერს. ის სადამსჯელო ორგანო არაა და სამართლიანად მიმაჩნია, რომ მითითებები აქვს ნაკლოვანებებსა და ხარვეზებზე. ამის გარეშე ვერც ვერავინ იმუშავებს. როდის აქებდა ვინმეს აუდიტი?! ის ანგარიშში სავარაუდო დასკვნებს აკეთებს. რა ნახეთ იქ საკვირველი? სადმე კორუფციულ გარიგებებზეა საუბარი? რაც შეეხება ზოგ ყბადაღებულ საკითხს, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების ანუ ტენდერის დროს, თითქოს, ავტოტექნიკის შეძენისას უსაფუძვლო დისკვალიფიკაცია მოხდა, აქ კარგად მაინც არაა გათვალისწინებული შემდეგი: სატენდერო პირობებში მოთხოვნილი იყო სატრანსპორტო საშუალება, გამართული ქარხანა დამამზადებლის, ძრავის ტიპის და სხვა პარამეტრების მითითებით. დისკვალიფიცირებული მონაწილის მიერ შემოთავაზებული ავტოტექნიკა ვერ პასუხობდა ამ და სხვა მოთხოვნებს, რომლის შესყიდვის შემთხვევაში, მის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, უფრო მეტი თანხა დასჭირდებოდა, ვიდრე იყო ფასთასხვაობა. მოკლედ, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ “ზაპოროჟეცის” ყიდვას, “გაზ 24”-ის ყიდვა ვამჯობინე. მეტი თანხა უხარისხოში ხომ არ გადამიხდია? მაღალი გამავლობის ტრანსპორტი რომ უმჯობესია, ამას კითხვა უნდა? _ გვითხრა შარაშენიძემ.

“ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, 3 984 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დაზიანებულია”, _ ნათქვამია დასკვნაში.

ნათქვამია ასევე, რომ მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით, მუნიციპალიტეტში გახორციელებული ღონისძიებები არასაკმარისად არის მიჩნეული და გაწეულია მხოლოდ 1 084.6 ათასი ლარის ხარჯი. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს კი წყალი არ მიწოდება.

ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები, ანგარიშში მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით: ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებზე დაყრდნობით. კერძოდ, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა 78 236.8 ათასი ლარი შეადგინა. ხოლო გადასახდელებმა 83 236.8 ათასი ლარი.

აუდიტის ანგარიშში საუბარია სამშენებლო მასალების გადაცემაში არსებულ ხარვეზებზე. გამოვლენილია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში, 19 ხელშეკრულების ფარგლებში შეისყიდა 1 298.9 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა. ის გადაეცა 338 მოსახლეს. მოსახლეობას კი სარეაბილიტაციო სამუშაოები თავად უნდა შეესრულებინა. დათვალიერების შემდეგ გამოვლინდა, რომ ხშირ შემთხვევაში, მასალები დასაწყობებული იყო და 228 ოჯახიდან 90 ოჯახს არ გამოუყენებია 193.3 ათასი ლარის მასალა. ხოლო მძიმე პირობებში მყოფი 110 ოჯახიდან 45 ოჯახს არ გამოუყენებია 152.6 ათასი ლარის ღირებულების მასალა.

აუდიტის სამსახური მიმართავს მერიას, რომ შეისწავლოს დასაწყობებული მასალების მდგომარეობა და გაატაროს ღონისძიება, მისი შემდგომი გამოყენების მიზნით.

“გურია ნიუსისთვის” ცნობილია, რომ როგორც გასულ საანგარიშო პერიოდში, ისე წინა ხელისუფლებების დროს, იყო ფაქტები, როცა მოსახლეობის არაერთი წარმომადგენელი ასაწყობებდა სხვადასხვა სახის მასალას, რომ შემდეგ სახლი დაედგა! ზოგმა კი ასეთი დახმარებით მიღებული მასალა გაყიდა! ჩვენ ამის შესახებ ვწერდით, თუმცა, ყურადღება არავის მიუქცევია!

აუდიტის ანგარიშში საუბარია უნებართვო მშენებლობებზე, აღნიშნულ პერიოდში. უნებართვო მშენებლობისთვის გამოვლინდა და დაჯარიმდა 42 პირი. მერიამ გამოავლინა უნებართვო მშენებლობის 28 შემთხვევა და შესაბამისი პირები დააჯარიმა ობიექტის სამუშაოების დასრულების ეტაპზე ან მაშინ, როცა მშენებლობა დასრულებული იყო და ობიექტი ფუნქციონირებდა.

აუდიტის ანგარიშში, ასევე, მითითებულია ავტოპარკის რაოდენობასთან და საწვავთან დაკავშირებული ნაკლოვანებები. 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა გახარჯა 482.9 ათასი ლარის ღირებულების საწვავი. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია და გამოვლინდა 30 სატრანსპორტო საშუალებაზე, გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 84 შემთხვევა. ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობის საწვავის ჩასხმის ფაქტი.

საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ აუდიტის ანგარიშში მითითებულია საკრებულოს წევრებზე დაუსაბუთებლად ანაზღაურებულ ხარჯებზე. საკრებულოს წევრი, გარდა თანამდებობის პირისა, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. წარმოდგენილი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებს, 2019-2020 წლებში ხარჯების ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 235.2 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები, საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად! (თავად საკრებულოს წევრები, ყოფილი მერის მიმართ, კრიტიკის დროს, დღესაც ერთად და სოლიდარულად გამოდიან. ამ ფაქტს კი არასდროს ახსენებენ. ავტ.)

“აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრებზე ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები, რაც მიანიშნებს დაუსაბუთებლად თანხების გაცემას”, _ ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშში ვრცლად არის საუბარი ა(ა)იპ და შპს-ების შესახებ, როცა დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობები არაა განსაზღვრული და გაურკვეველია. მაგალითად, ა(ა)იპ სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებაში, 2019 წელს დასაქმებული იყო სპორტული სექციების მონიტორინგის 58, 2020 წელს კი 61 სპეციალისტი. ხელფასზე კი დაიხარჯა 572.3 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო შესაფერისი რწმუნება, მონიტორინგი სპეციალისტთა მოცემული რაოდენობის საჭიროების შესახებ.

მსგავსი მდგომარეობაა თითქმის ყველა ა(ა)იპ ორგანიზაციაში.

აუდიტის ამ მითითების შემდგომ, ერთობ საინტერესო დასკვნის დაფიქსირება შეიძლება _ აღნიშნულ ა(ა)იპ ორგანიზაციებში თუ სსიპ-ებში კადრების დაკომპლექტებაზე და ე.წ. “გაბერილ” შტატებზე როცა საუბრობენ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს არის საქართველოს მუნიციპალიტეტების “ქრონიკული დაავადება” და ამის შესახებ ძალიან კარგად იციან თავად აუდიტორებმაც. ა(ა)იპ ორგანიზაციებში დასაქმება, შარაშენიძის მერობამდეც, გაცილებით ადრეც არსებობდა და მომდინარეობს წინა ხელისუფლებებისგან. ასეთ მემკვიდრეობის პრინციპს კი, მუდამ სასწრაფოდ ისრუტავს ყოველი შემდგომი ხელისუფლება და რთავს თავის საბრძოლო პოლიტიკურ არსენალში. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს პირდაპირ კავშირშია არჩევნებთან! დამკვიდრებულია გაუკუღმართებული მიდგომა _ ხალხი, რომელიც არჩევნებში ეხმარება ამა თუ იმ კანდიდატს, და პოლიტიკურ ძალას, გამარჯვების შემდეგ ითხოვს “კუთვნილ” ადგილს ცის ქვეშ ანუ თანამდებობას. ეს ყველაფერი კი ბიუჯეტის ანუ გადასახადის გადამხდელების თანხაა და უმეტესად, როგორც თავად ხალხი ამბობს, იცემა მუქთახორებზე.

აუდიტის ანგარიშში, ასევე, მითითებულია სოციალური დახმარების გაცემაში არსებულ ხარვეზებზე, სურსათის განაწილებაში არსებულ ნაკლოვანებებზე, დასუფთავების მიუღებელ მოსაკრებლებზე.

აქვე საუბარია შიდა აუდიტის სამსახურის შემოწმების ანგარიშზე. რომ შიდა აუდიტმა 9 აუდიტორული შემოწმება განახორციელა, თუმცა, გამოვლენილი დარღვევებისთვის მერიას ყურადღება არ მიუქცევია.

ჩვენი მხრივ, აღვნიშნავთ, რომ “გურია ნიუსი”, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2019-2020 წლებში, მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის ხელმძღვანელს თხოვდა, გადმოეცა მასალები, თუმცა, მან ყოველთვის უარი გაგვიცხადა!

ამიტომ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ ყოფილი მერი და მისი გუნდი დარღვევებით   მუშაობდა, რატომ მალავდნენ ასეთ ფაქტებს?

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, დოკუმენტში, რომელსაც კარგად გავეცანით, არ არის ნათქვამი, რომ მერიის საქმიანობაში არსებობს სერიოზული ხასიათის დარღვევები, რაც შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი (როგორც ამას დღეს არაერთხელ ახმოვანებენ მერიაში). დოკუმენტებში არ იკითხება კორუფციული ხასიათის, თანამდებობის ბოროტად გამოყენების გადაცდომები, თუმცა, არაერთხელ აპელირებენ კონკრეტული პირები. როგორც საზოგადოებაში ამბობენ და თავად შარაშენიძე აცხადებს, აუდიტის დასკვნაში საუბარია ნაკლოვანებებსა და ხარვეზებზე.

_ ვინც საუბრობს ან მიიჩნევს, რომ აქ სადმე კორუფციული გარიგებაა, ასე მოსაუბრეები კი უმეტესად უშუალოდ “ქართულ ოცნებასთან” თუ “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული და კავშირში მყოფი პირები არიან, მზად ვარ, ყველა კითხვას ვუპასუხო. პასუხს ვაგებ თითოეულ დეტალზე, _ ამბობს შარაშენიძე.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

კონსტანტინე შარაშენიძე
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20 იანვარი, 2026
ფინანსები

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16:35; 16 იანვარი, 2026
ფინანსები

ოზურგეთის მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

11:59; 16 იანვარი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

16:38; 15 იანვარი, 2026
ფინანსები

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 14 იანვარს

11:18; 14 იანვარი, 2026

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს თავს დაესხნენ

განცხადებები იქნება ბევრი, მაგრამ ყველაში იქნება დათქმები - ნიკა გვარამია ლიეტუვის სეიმზე

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

15:26; 20.01.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია თუ არა თოვა უახლოეს დღეებში

14:54; 20.01.2026
პოლიტიკა

159 შეწყალებული მსჯავრდებული და კითხვის ნიშნები- რას ამბობენ საია-ში შეწყალების აქტზე

13:13; 20.01.2026
მსოფლიო

მასშტაბური ავარია აშშ-ში

13:12; 20.01.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა

12:23; 20.01.2026
სამართალი

მაღაროელებს 6 წლით და 3 თვით და 4 წლით და 3 თვით პატიმრობები მიუსაჯეს

12:14; 20.01.2026
მსოფლიო

გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

10:49; 20.01.2026
მსოფლიო

რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

10:48; 20.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

10:43; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო