ამერიკელი: – ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, ნებისმიერს შეუძლია გამოვიდეს თეთრი სახლის წინ ვაშინგტონში და და დაიყვიროს: „რეიგანი სულელია!“და ამისთვის არავინ არაფერს არ ეტყვის.
რუსი: – ჩვენც თავისუფალი ქვეყანა ვართ, ნებისმიერ საბჭოთა მოქალაქეს შეუძლია გამოვიდეს წითელ მოედანზე მოსკოვში და დაიყვიროს: „რეიგანი სულელია!“ და მასაც არავინ არაფერს არ ეტყვის.
ორი მოსკოველი ერთმანეთს ესაუბრება:
– როცა კომუნიზმი დადგება, პარტია მე თვითმფრინავს მაჩუქებს!
– თვითმფრინავი რად გინდა?
– როგორ თუ რად მინდა? თუ გავიგებ, რომ ვლადივოსტოკში ფქვილს არიგებენ, მაშინვე ჩავფრინდები და რიგში ჩავდგები.
კაპიტალიზმი და კომუნიზმი დათქმულ დროს მივიდნენ ადგილზე. სოციალიზმს ძალიან დააგვიანდა.როგორც იქნა მოვიდა.
-სად იყავი აქამდე? – ჰკითხეს ერთდროულად.
-ხორცის რიგში ვიდექი – უპასუხა სოციალიზმმა.
-რიგი რა არის? – იკითხა კაპიტალიზმმა.
-ხორცი რაღა არის? – გაოცებისგან პირი დააღო კომუნიზმმა.
ლენინმა დაამტკიცა, რომ მზარეულსაც შეუძლიათ ქვეყნის მართვა.
სტალინმა დაამტკიცა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია ქვეყნის მართვა.
ხრუშჩოვმა დაამტკიცა, რომ სულელსაც შეუძლია ქვეყნის მართვა.
ბრეჟნევმა დაამტკიცა, რომ საერთოდ არაა საჭირო ქვეყნის მართვა.
უძრაობის ხანაში ყველაზე მშვიდი რიგი იდგა მავზოლეუმთან, რადგან ხალხმა იცოდა, რომ ლენინი არასდროს გამოილევა.
სტალინი ბერიას ურეკავს:
– ამხანაგო ბერია! ყალიონი მაგიდაზე იდო და დაიკარგა. გთხოვთ, მიიღოთ ზომები!
გარკვეული ხნის შემდეგ სტალინი ბერიას ურეკავს:
– ამხანაგო ბერია! აღარ შეწუხდეთ, ყალიონი ვიპოვე.
– აქ სამმა უკვე აღიარა და….
ნიქსონმა, რომელიც სსრკ-ს სტუმრობდა, ჰკითხა ბრეჟნევს, თუ რატომ არ იფიცებიან საბჭოთა მუშები. პასუხის ნაცვლად, ბრეჟნევმა ნიქსონი ქარხანაში წაიყვანა და მუშებს მიმართა:
– ხვალიდან თქვენ ხელფასი შეგიმცირდებათ! (ტაში) სამუშაო დღე გახანგრძლივდება! (მქუხარე ტაში) ყველა მეათეს ჩამოვახრჩობთ ! მქუხარე ხანგრძლივი ტაში და მოკრძალებული კითხვა: „ჩვენ თვითონ უნდა მოვიტანოთ თოკი თუ პროფკავშირი უზრუნველყოფს?“
საბჭოთა ხელისუფლების შვიდი საოცრება:
არ არის უმუშევრობა, მაგრამ არავინ მუშაობს.
არავინ მუშაობს, მაგრამ გეგმა სრულდება.
გეგმა სრულდება, მაგრამ არაფერი იყიდება.
არაფერი იყიდება, მაგრამ ყველგან რიგებია.
ყველგან რიგებია, მაგრამ მაინც ყველას ყველაფერი აქვს.
ყველას ყველაფერი აქვს, მაგრამ მაინც ყველა უკმაყოფილოა.
ყველა უკმაყოფილოა, მაგრამ მაინც ხელისუფლებას აძლევს ხმას.
ავტორი