სოფელ ბოხვაურში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში 82 წლის სტიქაროსანი სიმონ კალანდაძე იმყოფებოდა.
“სოფელ ბაღდადის (ცხემლისდის თემი) მცხოვრები ვარ. მყავს მეუღლე მანანა კალანდაძე, ხუთი შვილი და ხუთი შვილიშვილი. დავიბადე 1938 წელს და ვარ 82 წლის. კომუნისტების დროს არ ვიყავი მორწმუნე და არ დავდიოდი ეკლესიაში. ჩემი ეკლესიასთან სიახლოვე დაიწყო 2001 წელს, სოფელ ცხემლისხიდის წმ.ნიკოლოზის ეკლესიაში, მაშინ მისი წინამძღვარი იყო მამა ბასილი (კვირჩილაძე). ეკლესიამ გამომაკეთა და გამაჯანსაღა.“ -ასე გამეცნო ჩვენი რესპონდენტი.
როგორც ჩვენი საუბრიდან გაირკვა, ბატონო სიმონი 12 წელია სტიქაროსანია.
“ ჩემი სტიქაროსნობა განაპირობა პირადად მამა ბასილ (კვირჩილაძემ). ვიდრე ეს მოხდებოდა, ჩემი მეუღლე მანანა დადიოდა შემოქმედის მონასტერში. მაშინ მე არ ვიყავი მორწმუნე, მაგრამ ახლა ერთად დავდივართ წირვა-ლოცვვაზე.
სიმონ კალანდაძე სტიქაროსნად არის სოფელ დვაბზუში, ცხემლისხიდში, ბაღდათში და ქალაქში. ბოლო დროს უფრო მეტად სოფელ დვაბზუს ეკლესიაშია.
საუბრის დასასრულს სიმონ კალანდაძე მთელ ერს მიულოცა გიორგობის დღესასწაული და მშვიდობა გვისურვა.
“თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი გფარავდეთ სრულიად საქართველოს. წმინდა გიორგი მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია“, _ გვითხრა სიმონ კალანდაძემ.