მაყვალა დარჩია “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური საუბრები არ ყოფილა და ის ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას სოფელ შრომის საბავშვო ბაღში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის თქმით, ის რწმუნებულების დანიშვნის საკითხს ფაქიზად ეპყრობა.
_ ჯერ ოფიციალურად ვერაფერს დაგიდასტურებ. ისე, არის საუბარი მაყვალა დარჩიას დანიშვნის შესახებ, მაგრამ სხვა კანდიდატებზეც მიდის საუბარი და აქედან გამომდინარე, მეტს ვერაფერს გეტყვით.
_ ბატონო კოტე, ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ სოფელ მერიის რწმუნებულად ფატი ფუტკარაძე ინიშნება.
_ ჯერჯერობით ვერც ამ კანდიდატზე დაგიდასტურებთ, _ გვითხრა კოტე შარაშენიძემ.
სოფლის ახალი რწმუნებულების დანიშვნის შესახებ “გურია ნიუსი” უკვე წერდა და ოფიციალური წარდგენები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა და მისმა მოადგილემ უკვე დაიწყეს, მაგრამ ეს ყველაფერი მედიის გარეშე ხდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებობის პრესამსახურის უფროსის თქმით, უკვე ათი ახალი რწმუნებული დაინიშნა.