დაკავებულმა კასპის რაიონული სამმართველოს შენობას, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ესროლა. აფეთქების შედეგად პოლიციის შენობის მინები ჩაიმსხვრა, დაზიანდა ფასადი და შესასვლელთან მდგომი ავტომანქანა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა მათ სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმა) პრიმა მუხლით, 236-ე მუხლის (საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება) მე-2 ნაწილით და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლის 1-ლი ნაწილით. გამოძიებას კასპის რაიონული სამმართველო აწარმოებს.