დიდი შვიდეულის G7-ის ქვეყნები რუსული ოქროს იმპორტს კრძალავენ. ამის შესახებ ბავარიაში G7-ის სამიტზე განაცხადეს, სადაც ომის შედეგად გამოწვეული ენერგოდეფიციტისა და საკვების კრიზისის განხილვაა დაგეგმილი.
“შეზღუდვები, რომლებიც დღეს მივიღეთ, პირდაპირ რუს ოლიგარქებსა და პუტინის ომის მანქანას დაარტყამს.
ჩვენ უნდა შევამციროთ პუტინის რეჟიმი დაფინანსებისგან. დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები სწორედ ამას აკეთებენ”. – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა.
აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დამატებით განმარტა, რომ G7 ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 28 ივნისს გაავრცელებს.
”ეს არის მთავარი ექსპორტი, შემოსავლის მთავარი წყარო რუსეთისთვის გლობალურ ფინანსურ სისტემასთან ტრანზაქციების შესაძლებლობის თვალსაზრისით,” – თქვა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა დიდწილად უკვე დახურა ევროპისა და აშშ-ს ბაზრები რუსეთიდან იმპორტირებული ოქროსთვის, G7-ის ახალი გადაწყვეტილება სრულად გაწყვეტს რუსეთის, მსოფლიოში მეორე უდიდესი ოქროს მომპოვებლის კავშირს მსოფლიოს ორ მთავარ სავაჭრო ცენტრთან – ლონდონთან და ნიუ-იორკთან.
გასულ წელს რუსული ოქროს ექსპორტი $15.45 მილიარდი იყო. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, მდიდარი რუსები სანქციების ფინანსური ზემოქმედების შესამცირებლად დასავლეთისგან ოქროს ზოდებს ყიდულობდნენ. Reuter-ის წყაროს ინფორმაციით, ოქროს იმპორტის აკრძალვასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსული ნავთობის იმპორტის ფასის ლიმიტის დაწესებაზე.
ავტორი